ნამში სამყარო ჩანს
ბალახზე ნამი ჰკიდია ნამში სამყარო ჩანს, სამყარო მშვიდზე მშვიდია ნამს კი მზის სხივი სვამს. ერთ წამში შრება სამყარო რჩება ბალახის ღერი, ზემოდან სიმღერ-სიმღერით კაცი მოჰყვება ცელით. აღარც ბალაზი, არც ნამი მარტო გამშრალი მტვერი, ასე მოკლეა სიცოცხლეც ერთი შეხედვით გრძელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი