ნატირალი
ჰოი, კუზიანო დედამიწავ, ბრუნავ და გვაბრუნებ ყველას. ჰოი, კუზიანო დედამიწავ, მე შენგან მოველი შველას. ჰოი, კუზიანო დედამიწავ, ხევსურის შუბლივით ჩაკეჭნილო, არაგველების მოზარე ვარ, სათხოვარს უნდა ჩაგეტირო. ოღონდ ნუ იქნება: მთიულეთი _ ნამთიულარი, ხევსურეთი _ ნახევსურალი, ფხოვი _ ნაფხოვარი, ხევი _ ნახევარი... კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და ნუ გახდება საქართველო ნახევრის _ ნახევარი. და შენ, კუზიანო დედამიწავ, რამდენიც გენებოს, იტრიალე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი