რა ხდება გამაგებინე ..


რა ხდება, გამაგებინე

სამარის ქვაზე სწერია:
ვიყავ, ვიცხოვრე, წამოვე.
-ძვირფასო! გამეხმაურე
ერთი მითხარი, ხმა მომე.
იმქვეყნად, სადაც შენა ხარ
ვარდზე ბულბული თუ გალობს?
ან ჩვენებური ატამი,
ანდა ქლიავი თუ ხარობს.
თუ შვენობით ველებს შროშანი,
ან რომელიმე ყვავილი,
თუ ისმის ირმის ყვირილი,
ან ღაძით ჭოტის ჩხავილი.
თუ მოჩქეფს მდინარეები
არაგვისფერი კალმახით,
თუ აზიდულან ზეცამდე
მთები ჩვენსავით ჭარმაგი.
ან სიყვარული თუ აკრთობთ
გოგონებს პირმცინარეთა,
თუ გესახება ეგ მხარე
ჩვენსავით ლამაზ მხარედა?
ან შიში თუა? კაცის კვლა?
ქურდობა? გაუტანლობა?
ან იქნებ მანდაც არბევენ
ქართველთა ჩამომავლობას?
არ გენატრება, მითხარი
ისევ ჩვენს მხარეს წამოსვლა,
დაჯდომა შობის სუფრაზე
კახური ღვინის ჩამოსხმა.
-ჩანს შეგაწყინე, ხმას არ მცემ,
არაუშავრა, რა მოხდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი