სთქვი და აასრულე, გოდერძი ჩოხელო..
კლდეებში დაასრულე სიცოცხლე შენი... კლდეებს დაუტოვე ძვალი და რბილი, კლდეებს უზიარე სიცოცხლის წილი, კლდეებზე იპოვე ძილი! სთქვი და აასრულე, სთქვი და აასრულე, რაც მოსახდენია, ჰქენი! არავის ტირილი არ გინდა ამქვეყნად, გლოვაა ეს წუთისოფელი. ლამაზი ისაა, კლდე რომ გაგიხსენებს: _ იყო გოდერძი ჩოხელი! ლამაზი ისაა, კლდეს რომ შეერევი, სუნთქვას რომ გაატან ნიავს, ქვიშას გაერევი, ბოღმას მოერევი, კლდეს სისხლით შეღებავ, მზიანს. კლდეებში შენს ძვალ-რბილს რომ ვერვინ იპოვის, კუბო რომ არავის მიაქვს, შავ მიწას სათხრელად რომ არვის გაუხდი... სიკვდილიც, სიკვდილსა ჰქვია. _ შენ უკვე გიჟი ხარ, გოდერძი ჩოხელო! _ ჩემზე სულელი ხარ, შენ, წუთისოფელო!.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი