ხანჯარი
კედელზე ჩაჟანგებული პაპის ნაქონი ხანჯარი, ჩემთვის ხან სიხარულია ხან იმედი და ხან ჯავრი. ერთურთს რა აღარ გვაშორებს, ის ძველ დროშია, მე კი სად? სხვაგან წევს მისი პატრონი დავიარები მე კი სად? იყო ბევრი მტრის დამხვდომი თათარისა და ლეკისაც, მას გულზე ია ამოსდის რა ხმა ამომდის მე მქისად. კედელზე ძველი ხანჯარი გამარჯვებული ბევრ მტრისა... რა დიდი ხანი გვაშორებს დღეს მეჩვენება მე ხისად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი