თხოვნა
ამ დღემაც ისე ჩაიარა უხმოდ,უბრალოდ, სულში დატოვა ღრმა იარა გაქრა უკვალოდ. ვერ შეველიე საწუთროზე დღითი- დღე ჩივილს, წლები მიდიან ემატებე ტკივილი ტკივილს. გულში ჩამიქრა სიხარული გაქრა მზის სხივიც, სულის სიღრმეში ბინდისფერი ყორანი ყივის. უფალო მიხსენ, კვლავ ამინთე გულში სანთელი და სულს მომფინე შორეული სივრცის ნათელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი