მეფე ერეკლე


ფანტიამ წერილი გამოართვა, უბეში ჩაიდო და იმის მერე ხალხს აგროვებს.
-არ იცის,რომ მეფე ერეკლე ცოცხალი აღარ არის???
-რა იცის, გიჟია-მეთქი, ხომ გითხარ.
ფანტიამ სალაღოს ქვიშიანი გორი ჩამოირბინა და მაღაზიის წინ გაჩერდა მოსაუბრეებთან.
-ჩემო თამისანო!-თქვა ჩურჩულით.
-საქართველო ხომ გიყვართ?
-გვიყვარს.
-ხოდა, უნდა წამომყვეთ, ასი კაცი უკვე მოვაგროვე სალაღოში, მთელი სოფელი მომყვება.
-სად მიდიხართ?
-საქართველოს უჭირს, მეფეს უნდა მივეხმარნეთ, წამოხვალთ?
-მე რომ მაღაზიას თავს ვერ გავანებებ?
-ეგა?
-მე ლექსსა ვწერ.
-რაზე?
-საქართველოზე.
-ხოო,საქართველოზე თუ სწერ...
პანტიამ წყალი დალია ლოფლებში წავიდა ხალხის შესარიგებლად. ერთ კვირაში შემოიარა გუდამაყარი და ყვალა სოფლიდან თითო კაცი წამოიყვანა,ისინიც თავისსავით გიჟები, ჭკვიანი არავინ გამოჰყვა.
-ასოცდაექვსი, ასოცდაექვსი, ასოცდაშვიდი, ასოცდარვა, ასოცდაცხრა, ასოცდამეათე მე ვარ, ითვლის ფანტია პირიმზის მინდირზე შეკრებილ გიჟებს, რომლებიც ხმალ-ხანჯლებით არიან შეიარაღებულნი.
დაანთეს სანთლები და გაიარეს არაგვის ღორღიანი ჭალა. იმის მერე აღარც მობრუნებულან.
-სად წავიდნ?
-ქალაქში ჩასულან და მეფე ერეკლეს უკითხავსთ.
-მერე?
-მერე ყველანი სურამის საგიჟეთში წაუყვანიათ. ეხლა ცარიელიღა მათი სოფელი.მარტო არსენაღა ცხოვრობს. რა ცხოვრობს, დღე და ღამე არბის და ჩარბის სფლიდან არაგვამდე.
-რა არბოლებს?
-რა ვაცი, ეგეთი სიგიჟე სჭირს, დღეში ასჯერ ადის-ჩამოდის. აგე,ჩამოვიდა, გინდა სკითხოთ?
-ვკითხოთ?
-არსენ!
-რა გინდა? -მაღაზიის წინ,სუფრასთან ჩამომსხდარ მოიქეებთან გაჩერდა არსენა.
-სად წავიდნენ შენი სოფლელები?
-საქართველოს უჭირს და იქ წავიდნენ.
-შენ რატომ არ წახვალ?
-მე არ წამიყვანეს, ბევრს დარბიხარო.
-მალე მოვლენ?
-აღარ მოვლენ.
-რატომ?
-ფიცი დადვეს, ცოცხლები არ დავბრუნდაბითო.
-ვინ უთხრა რომ საქართველოს უჭირს?
-მეფის დაძახილი იყო, მეფის დაძახილი!
-შენ, გეტყობა, არ გიყვარს საქართველო, თორემ წახვიდოდი,-შეგულიანება დაიწყეს არსენას.
-მე კი არა, თქვენ არ გიყვართ.
-უყურე ამ გიჟსა, ვინ გათხრა,რომ არ გვიყვარს!
თუ გიყვარდეს, არ ისხდებოდით, ირბოლებდით მაინცა, ირბოლებდით,-თქვა არსენამ და აღმა გაიქცა.მერე მთელი დღე აღმა-დაღმა დარბოდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი