მთავარი როლის შემსრულებელი


ღმერთო შენ გაანათლე ადამი და მისი შვილიშვილი, კეთილი მიაგე მის შთამომავლობას. ხეჩო ნისლაურთ ადამის ზედმეტი სახელია. მაღალი კაცია ხეჩო. უცნაური და თანაც მტკიცე ხასიათი აქვს. რასაც იტყვის, აღარ გადათქვამს. თხუთმეტი წელი იჯდა ციხეში. არავინ იცოდა რისთვის დაიჭირეს. არც თავად იცოდა. იმ დროს ხალხს იჭერდნენ. ერთი წისქვილი ჰქონდა. არც დახურული იყო, არც კარი ჰქონდა იმ წისქვილს. ჩივათ მიხაი იყო ამ ხანებში კოლმეურნეობის თავმჯდომარედ. მიხაი მელოტი კაცი იყო. ხეჩო სულ თმაგაწეწილი დადიოდა. ერთხელ მიხამ სიმღერით დასცინა ხეჩოს:,,სავარცხელი მამე, ადამო, თმა მაქუს ჩამოსაწეწი” ხეჩომ ვერ მოუთმინა და შეუმღერა: შენს თავს სავარცხელ არ უნდა, როგორც ჩემ წისქვილს საკეტი” მიხამ აღარაფერი თქვა. იმ დღიდან თხუთმეტი წლის გამნავლობაში აღარავის უნახავს ხეჩო. ჩიხიდან რომ გამოვიდა სახლი უნდა ავაშენოო, თქვა და აღარც გადაუთქვამს. თავის ხასიათივით უცნაური სახლი ააშენა. ძველ შენობას გარედან ახალი კედლები შემოავლო და ძველისათვის სახურავი არც აუხდია, ახალი გადაახურა თავს ზემოთ. _ მანქანა უნდა ავაწყო!_ თქვა ერთხელ ხეჩომ ხალხის გასაგონად და თუნცა ბევრი ირბინა მანქანის ნაწილებისთვის, მაინც შეასრულა თავისი სიტყვა და კარგა ხანს დაგორავდა გუდამაყრის ოღროჩოღრო გზებზე იმის სატვირთო,,შამილა”.,,შამილა” ხალხმა შეარქვა. შაბურავების მაგივრად ურმის თვლები ეკეთა,,შამილას”, საჭის ნაცვლად მრგვალი ხე, ხოლო სიჩქარეების გადასართველად ხარების ტაბიკს ხმარობდა ხეჩო. ერთ დღეს თავისი ახალი სახლის გვერდზე გააჩერა ხეჩომ შამილა და იმის მერე იქ დგას. ორ წელიწადს ფეხით დადიოდა ხეჩო, მერე სადღაც ძველი ბულდოზერი იყიდა და იქამდე არ დაიძინა, სანამ არ აამუშავა. Eრთი კვირა უნდებოდა იმ ბულდოზერით მეზობელ სოფელში გადასვლას. ერთი კვირით ადრე ხმაზე გებულობდნენ თორელაანი, რომ ხეჩო მიდიოდა იმათ სოფელში. მერე იმ ბულდოზერს მოტორი ამოაცალა, სადღაც ხერხი იშოვა და სახერხავი ქაეხანა გამართა. შამოცდაათი წელი ისე გაატარა, რომ ერთხელ არ გადაუხვევია თავისი სიტყვისათვის, რაც კი თქვა, ყველაფერი შეასრულა. ამ ბოლო დროს გუდამაყრელებმა შეამჩნიეს, რომ სახერხ ქარხანაზე გული აიცრუა. მოიწყინა. ღაღაც ახალი სწადია მის გულს. ხალხს უკვე სჯერა მისი. ხეჩომ რომ თქვას, თვითმფრინავს გავაკეთებო, არავის გაუკვირდება; რომ თქვას, გუდამაყარში მატარებლის გზას გავიყვანო, დაუჯერებენ. მთავარია, რომ ხეჩომ თქვას. მაგრამ იცის ხეჩომ, რათქვას. გავაკეთებო, ისეთზე არაფერზე იტყვის, რასაც ვერ გააკეთებს. მოწყენილია. სიახლე სწადია მის სულს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი