ქალბატონ ლანას
ქალბატონო ლანა! ამ წერილს ჩოხიდან გწერთ. თოვლს რომ მოველოდი, გამიმართლდა, წუხელ თოვლი მოვიდა. მე და ჩემმა ოპერატორმა უკვე შევარჩიეთ გადასაღები ადგილები. როგორმე ა ორ კვირაში უნდა მოვასწრო თოვლიანი ნატურის გადაღება, თორემ ეს თოვლიცგადნება და მერე შეიძლება მეორე ზამთრამდე მომიწიოს ლოდინი. ისმსახიობი, ჩვენ რომ მთავარ როლზე ავიყვანეთ, არ ჩამოვიდა. ორი დღე ველოდებოდით და დღეს წერილი მივიღეთ, ბოდიშს გვიხდის: ნუ მელოდებით, არ ჩამოვალო. რაკი ვჩქარობ,იმიტომ აღარ წამოვედი თბილისში და თქვენი ნებართვის გარეშე აქაური კაცი ავიყვანე მთავარ როლზე. ხეჩო ჰქვია. თბილისიდან რომ მოვდიოდით, გზაში შეგვხვდა.საშინელი ამინდი იყო, ციოდა. ფასანაურიდან შავი არაგვის ხეობაზე რომ შევბრუნდით, იქ შეგვხვდა ხეჩო,გზის განაპირას, კლდეს იყო ამოფარებული.ჩვენი ფილმის დირექტორმა იცნო და მანქანაში ჩავსვით. ძალიან გაუხარდა ხეჩოს ძველი ამხანაგის ნახვა.გზაზე ვალოდიამ და იმან წარსული გაიხსენეს.მერე აღარ გაიხსენეს. მერე აღარ მოგვეშვა ხეჩო და სახლში მიგვიპატიჟა. ძალიან საინტერესო სახე აქვს და სხვათა შორის ვკითხე:-კინოში რომ დაგვჭირდე გადასაღებად, უარს ხომ არ გვეტყვი-მეთქი. იფიქრა, იფიქრა და მითხრა: -თუ დაგჭირდებით, უარს არ ირდებით, უარს არ ვიტყვიო. აქაურ ხალხს არასერიოზულ საქმედ მიაჩნია თავისი პიროვნებიდან გასვლა და სხვა კაცის თამაში. ეს ვიცოდი მე და ცოტა გამიკვირდა კიდეც ხეჩოს თანხმობა. ეს მაშინ მის სიმთვრალეს დავაბრალე და აღარ მსახიობი რომ არ ამოვიდა თბილისიდან, ხეჩოსთან წავედი.ხეჩოს არც მაშინ უთქვამს უარი. დამთანხმდა. ჟერ არ მითქვარს,რომ ვირზე უნდა შევსვათ და ისე გადავიგოთ. ვირზე შეჯდომა ხნიერი ხალხისათვის ყველაზე უფრო სამარცხვინო საქმედ ითვლება მთაში. ყველაზე მეტად ამის მეშინია.ვფიქრობ,როგორ ვუთხრა ეს ხეჩოს.ხვალ გადაღებაზე გავდივარ. ნახვამდის“ 14/IV-78 წ. ,,ქალბატონო ლანა! ხეჩო დამთანხმდა და შეჯდა ვირზე. აქაურ ხალხს ძალიან გაუკვირდა ეს. ხეჩოსაგან თუმცა არაფერი უკვირთ,მაგრამ იმდენად იცავენ სერიოზულობის საზღვრებს, ხეჩო რომ ვირზე შემჯდარი დაინახეს, იწყინეს. მეც მიკვირდა ხეჩოს თანხმობა. მერე ფილმის დირექტორმა ამიხსნა ხეჩოს ხასიათი. ხეჩო რომ დამეთანხმა თავიდან, უარს არ ვიტყვიო, თურმე იმიტომ შეჯდა ვირზე. ხეჩოს სოფელი აქედან შორს არის და კიდევ კარგი, იმისი ცოლი ვერ ხედავს ამას. შემდეგი სცენა საფლავზე მაქვს. ხეჩო თავისი ძმის საფლავში უნდა ჩახტეს და მკვდარ ძმას კბილები დაუთვალოს. ეს ეპიზოდი სცენაში არ მქონდა შეტანილი, მეშინოდა, რომ ამის გადაღებაზე უარს მეტყოდით. ამაზე კი, ალბათ, აღარ დამთანხმდება ხეჩო.არსად ადამიანის სიკვდილს ისე არ განიცდიან, როგორც აქ. სიცოცხლესა და სიკვდილს აქაური ხალხი ერთნაირად სცემს პატივს. რადაც არ უნდა დამიჯდეს, უნდა გავათამშო დასაფლავების ცერემონიალი. ბუტაფორიული საფლავების სახსრები არა გვაქვს და სხვა გზა არ არის, სოფლის საფლავებს შორის უნდა ამოვთხარო სამარე. თუ ამაზე დამეთანხმა ხეჩო, მაშინ ვიტყვი,რომ ბედი მაქვს. მეხათრება კი, როგორ ვუთხრა, როგორ დავუკარგო სიკვდილისადმი პატივისცემის გრძნობა. რომც დამთანხმდეს,ამის მერე ხომ სხვანაირი თვალით დაწყებს ხალხი ყურებას. ენა მებმება ამის სათქმელად. ასე მგონია, მე მის პიროვნებას ვიპარავ და ხალხის თვალწინ ვიფენ ფეხქვეშ, რომ სადიპლომო ფილმში მაღალი ნიშანი მივიღო. საფლავის გათხრას ამაღამ ვაპირებ. -აღარა ვარ კაცი,ირემი ვარ,ირემი!-ვაყვირებდით ხეჩოს. ნახვამდის“. 20/IV-78წ. „ქალბატონო ლანა! თოვლი დნება. მზორეები უკვე შემწვანდა. გადაღება დროებით შევაჩერე. სხვა გზა არ იყო. გუშინ გადაღე- ბაზე ხეჩო თავის ვირიანად არაგვმა მომტაცა და ძლივს გადავარ-აღარა ვარ კაცი,ირემი ვარ,ირემი!-ვაყვირებდით ხეჩოს ჩინეთ. სიცხე აქვს. გამხვალმა თოვლმა არაგვი აადიდა, წყალმა გზები ჩაანახრამა და ექიმის მოყვანა გვიჭირს. ხო, მართლა, საფლავის სცენაზე დამეთანხმდა ხეჩო და გადავიღე. ხეჩო რომ წყალმა მომტაცა, ეს აქაურმა ხალხმა სიკვდილის მასხრად აგდებას დააბრალა. თვითონ კი ერთხელაც არ დასცდენია ამ ამბავზე საყვედური. ნახვამდის“. 29/IV-78წ. „ქალბატონო ლანა! როგორც იქნა, გამორჩა ხეჩო. დღეს ირმის რქები ვიშოვნე. ხვალიდან ხეჩოს გაგიჟებას ვიღებ. რქები კისერზე უნდა დავადგა.მძიმე კი იქნება, არ ვიცი, როგორ ატარებს,აქაურ მთებში გაუჭირდება რქებით სიარული.თხუთმეტი კილოგრამია თითო რქა. თუ ირმის რქების დადგმაზეც დამთანხმდა,გადაღებას ერთ კვირაში მოვრჩები. ხეჩოს ბარში გათხოვილი მოხუცი და გარდაეცვალა.დღეს მივიღეთ დეპეშა.ხეჩომ დასაფლავებაზე წასვლა დააპირა.ძალიან გამიჭირდა,მაგრამ თოვლი დნება და მეტი რა გზა მქონდა,ვთხოვე,რომ არ წასულიყო. არ წავიდა. ახლა იმაზე ვფიქრობ,როგორ ვუთხრა,ხვალ ირმის რქები დაიდგი-მეთქი. ჩვენ ამბავს შეგატყობინებთ. ნახვამდის“. 6\V-78წ. „ქალბატონო ლანა! ყველაფერი კარგად მიდიოდა. ირმის რქები ისე მოუხდა ხეჩოს,რომ მართლა ირემს ჰგავდა. სოფელ-სოფელ რომ დადის ირმის რქებით და ხალხის კბილებს ითვლის, ის გადავიღე. გადასაღები დამრჩა ის ამბავი,ხეჩო რომ ხალხს ეხვეწება, ირემი დამიძახეთო. მთელი დღე გაგვაწვალა მზემ.დავიწყებდით თუ არა გადაღებას,ღრუბლები ამოეფარებოდნენ.ხეჩოს მთელი დღე ედგა რქები,დროის დაკარგვა არ გვინდოდა. -აღარა ვარ კაცი,ირემი ვარ,ირემი!-ვაყვირებდით ხეჩოს. რქებმა ძვლებამდე ჩაუტყავა ზურგი, მაინც არ ჩაგვიშალა გადაღება და კიოდა: -ირემი ვარ, ირემი! ერთი-ორი ჭიქა არაყი დავალევინე ძალად, რომ ტკივილები არ ეგრძნო და უფრო გულიანად ეყვირა ირემივით. ტყეს გადახედა და მართლა ირემივით მორთო ყვირილი. ღრუბლიანში გადაღებაზე ხელი გვეშლებოდა და საღამომდე ვაყვირეთ ასე. ხმა ჩაეხლიჩა ყვირილით. საღამოთი ტყიდან ქორბუდა გამოვარდა და შეეხმიანა. ერთი კიდევ დაიყვირა ხეჩომ და გაედევნა ირემს. მთელი დღის ნამუშევრები უცებ ვერ მოვედით აზრზე, რა მოხდა. მერეღა გამოვედევნეთ, როცა ხეჩო და ქორბუდა ირემი ტყეს შეერივნენ. წუხელ მთელი ღამე ვეძებეთ. ბნელი ღამე იყო და დროდადრო ირმის ყვირილი გვესმოდა. მერე მგლებმა ატეხეს ყმუილი და სახლში დავბრუნდით. როგორმე ამ ორ დღეში უნდა ვიპოვოთ, თორემ თოვლი დნება და თუ ვერ მოვასწარი გადაღება, მეორე ზამთრამდე მომიწევს ლოდინი. შეგატყობინებთ ჩვენს ამბავს. ნახვამდის“ 12/V-78წ. მთელი ღამე ყვირილით სდია ხეჩომ დამფთხალ ქორბუდას. ზურგზე თქრიალით მოსდიოდა სისხლი. არ იმჩნევდა ტკივილს. მირბოდა დამფრთხალი ქორბუდა და მისდევდა ხეჩოც ყვირილით. ის თავისუფლად გრძნობდა ტყეში თავს, რომ მთელი არსებით მოსწყურდა ირმობა. ისე გაერთო ამით, რომდაღლას ვეღარა გრძნობდა. მერე თანდათან წაერთვა ღონე და სირბილში ჩამორჩა ქორბუდას. შიმშილი იგრძნო და ირემსავით გაკვნიტა ნეკერი. მარტოდ დარჩენილმა ერთხელ კიდევ დაიღრიალა და ძილმა წაართვა თავი. დაღლილს გულიანად ჩაეძინა. სადღაც ტყის სიღრმეში დამშეული მგლები ყმუოდნენ. მეორე დილა ირემივით გაუთენდა ხეჩოს, წიფლის ძირში. მზის სხივებმა თბილად დაუარეს გათოშილ ძვლებში.წამოიწია და ფართო მხარ-ბეჭით წიფელს მიეყრდნო. გაზაფხულის სუნი ტრიალებდა ირგვლივ. წიფლის წვერზე გუგული იძახოდა. მზორეები შემწვანებულიყო და მარტო ჩრდილებშიღა ეფინა დედამიწას თოვლი. ასე არასოდეს უგრძვნია გათენება ხეჩოს. გუშინდელი ამბავი გაახსენდა და მერე დიდხანს ფიქრობდა იმაზე, კიდევ გასულიყო თუ არა გადაღებაზე. სამოცდაათი წელი ისე გაატარა, სიტყვა არ გაუტეხია. ახლა სამოცდაათზე მეტი ხნისაა. წავიდეს?ჩავარდეს ხალხის ენა-ყბაში, თუ... გაზაფხულის მზე თანდათან გაუჯდა სხეულში. სადღაც ტყის სიღრმეში, ისევ ყვიროდა ქორბუდა ირემი. „ქალბატონო ლანა! ყველაფერი რიგზეა. ვაგრძელებ გადაღებას. თოვლი ამ ერთ-ორ დღეს თუღა გაძლებს, მეტს არა როგორმე უნდა მოვასწრო. ნახვამდის“. 14/V-78წ. ქალბატონო ლანა! ყველაფერი აირია. გადაღება დავმთავრე და გუშინ თბილისში წამოვედი, თან გადაღებული კინოფირიც წამოვიღე გასამჟღავნებლად. მთიდან წამოსულმა წყლებმა არაგვი ისე აადიდეს, რომ სულ ჩათხარა გზები. ერთ ადგილზე წყალში მოგვიწია გასვლა. გასვლით კი გავედით, მაგრამ რომ გამოვდიოდით გზაზე ამოსასვლელად, არაგვმა მანქანიანად ამოგვატრიალა. ეს ისე უცბ მოხდა, რომ ვეღარ მოვასწარით ფირის გადარჩენა. წყალი შიგნითაც შემოვარდა და ყველაფერი დაასველა. ბედად სხვა მანქანა მოვიდა და ძლივს გადაგვარჩინეს დახრჩობას. ამ წერილს ისევ ჩოხიდან გწერთ. ყველაფერი თავიდან უნდა გადავიღო. თოვლი გადნა. მითხრეს,რომ ბუსარჭილში ამ ორ კვირას კიდევ იქნება თოვლი. ბუსარჭილამდე თხუთმეტი კილომეტრია აქედან. იმის იქით სოფელი აღარ არის. ცხენებით უნდა წავიდეთ და როგორმე უნდა მოვასწრო ყველაფრის გადაღება. ხვალ მივდივართ. იქიდან ჩვენს ამბავს ვეღარ შეგატყობინებთ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი