არ თქვა, აღარ გამაგონო!
მეორდება ისტორია, დღევანდელს ჰგავს გარდასული, რახან ბევრი გვიცხოვრია, ნუთუ დგება დასსარული?! არა! არ თქვა დავბერდითო, ნუ მაჯერებ, რაც არ მჯერა, არ მწამს სიტყვა ავბედითი, რომ ჩამძახონ ათასჯერაც! ვიცი, რომ ეგ აღსარება, როგორც ზოგ-ზოგს ადრე, წინათ, გათქმევინა გამწარებამ, სიყვარულმა გათქმევინა. თუ არ გინდა დამაღონო, დაბერება არ თქვა ჩვენი, მეტი აღარ გამაგონო ეს სასტიკი განაჩენი. ვერ გავივლებ მაგ ფიქრს გულში... უკვდავების ჯიღოსანი, ჩვენ ხომ ვაჟა გვყავდა გუშინ, გუშინ გვყავდა ფიროსმანი. ხომ ბრუნავდა ცაში ძერა, ჩვენ რომ გულ-ღვიძლს გვიკორტნიდა, მაგრამ გუშინ დაიწერა, სწორედ გუშინ “ნიკორწმინდა”. სიცოცხლის ხე თუმც ძველია, დროის ხავსი არ ედება, მას არასდროს უწერია სიკვდილი და დაბერება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი