გაზაფხულის ამო ძალა
გაზაფხულის ამო ძალა სოფელს უმღერს “ქებათ-ქებას”. სევდა იმედს ენაცვალა და სამგოსნო აღტაცებას; ანავარდდა სული, გული, გრძნობა წმიდა, მონარნარე, თვალსაჩინოდ მოქარგული, ახავერდდა არე-მარე; გაიფურჩქნა ია-ვარდი. მოეკაზმა მდელოს გული, მერცხალთ იწყეს ხად ნავარდი, ნანას უმღერს ვარდს ბულბული. მზის ამოსვლას ელოდება სასოებით ქვეყნად ყველა და ზეცაზე ისახება განახლების ცისარტყელა, ჰა, ლომ-კაცი, შრომის შვილი სთესავს,-ელის მოსავალსა, თავის ბედით კმაყოფილი ნატრობს შვილთ კარგს მომავალსა. მწყემსი დილით მთასა და ველს უხმატკბილებს სალამურსა. გოგოთ გროვა ბანსა აძლევს, იმღერიან საამურსა: ყველა ერთად სამეჯლისოდ ემზადება; უძგერთ გული, ყველასა აქვს სამერმისოთ იმედები დასახული... ყველა იღვწის სასოებით, ამყარებენ თანხმობასა, ჯვრის წინ ლოცვით და ვედრებით შეხარიან აღდგომასა... გაზაფხულის ამო ძალა სოფელს უმღერს “ქებათ-ქებას”, სევდა იმედს ენაცალა და სამგოსნო აღტაცებას...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი