თბილისი
ნუ დაუჯერებ ზღაპრად მოთხრობილს, მაგრამ ეს ლექსი არის ნამდვილი: მე დაჭრილი ვარ, როგორც ხოხობი და თბილისში ვარ ჩამოვარდნილი. მე ისე ლექსს რა გამაბედვინებს, გულში თუ ტრფობის ქარი არა ქრის. მიწა სჭამს ყველა ჯალალედინებს, მიწა კვლავ ბრწყინავს თბილის-ქალაქის. და დილით, მზე რომ გააღებს ცისკარს, ერთ სხივს ჩემკენაც გამოაგზავნის, მე მზის სხივის და თბილისის ხნის ვარ, მეც გაჩენილი ვარ გორგასალის. მეც არ ვუჯერებ ზღაპრად მოთხრობილს, მაგრამ ეს ლექსი არის ნამდვილი: მე დაჭრილი ვარ, როგორც ხოხობი, და თბილისში ვარ ჩამოვარდნილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი