თვალი ცქერით, გული ძგერით
თუ ვღონდები, რაღად ვმღერი, მთმენი ჭირთა ათასფერთა?! ვერ გავაძღე თვალი ცქერით, გული ძგერით არ დაბერდა. საგალობელს უწყობს კილოს ცალკე გული, ცალკე თვალი, გაღვივებას კიდევ ცდილობს ფერფლწაყრილი ნაღვერდალი. ისევ ელის აფეთქებას, ისევ ელის ახალ ელდას... და სიმღერაც არ ბერდება, რაკი გული არ დაბერდა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი