სიმღერა
მოვწყვიტე ვარდი ნარნარი, სანატრი ქეყანაზედა, მწარედ ატირდა მყის-ცვარი როდესაც გიცქერ-ტკბილად სძგერს გული, შენდამი ტრფობით გატაცებული; ოდეს გშორდები-მუდამ ვსტირი მე... შენ შემოგევლე, შენი ჭირიმე! შენ ხარ სიმღერა და სიყვარული, ხან უკვდავება და სიხარული... ერთი მაჩვენე, მზეო, პირი მე... შენ შემოგევლე, შენი ჭირიმე! ბროლის თითებით როს სიმთ აჟღერებ,- სირინოზის ხმით ტკბილად ამღერებ,- ნეტარების ცრემლს ვაფრქვევ, ვსტირი მე... შენ შემოგევლე, შენი ჭირიმე! შენ მომივლინე შვება ნათელი, შენ გამიქარწყლე კვნესა, ნაღველი, ვეღარ მერევა ტანჯვა, ჭირი მე... შენ შემოგევლე, შენი ჭირიმე! შენი მონა ვარ, შენი ვარ მცველი შენი მგოსანი, შენზედ მლოცველი, შენი ჩრდილი ვარ და თან გზირი მე… შენ შემოგევლე, შენი ჭირიმე! გემუდარები, ნაზო ბულბულო, ოდესაც მოვკვდე, ვიქმნე უსულო და დამაფარონ მიწის პირი მე, ერთი მიტირე, შენი ჭირიმე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი