ფა-ფუ…
ხელისგულიდან ყვავილის ფურცლებს, თუ თოვლის ფანტელს ფაფუკს, სულის შებერვით შენ აქრობ უცებ და შემომძახი: ფა - ფუ! მალე, ვით ზღვაში დაფლეთილ აფრას, ქარი დაჰბერავს ბაბუს... ხელისგლივით დახედავ საფლავს და ჩუმად იტყვი: ფა - ფუ!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი