შემოდგომა
რამოდენა ვენახია, ან რამდენი ყურძენია! რთველი დადგა, მოსაკრეფად გამოსულან უთენია. მე ვენახში პირველად ვარ, ყველა ჩუმად მაკვირდება, ჯერ არც კრეფა შემიძლია, არც კალათის აკიდება. არც იმაზე ვდარდობ, წლეულს მოსავალი როგორია, ჩემს წინ მწიფე ყურძნით სავსე სამნაირი გოდორია. ერთში - თეთრი, ერთში - შავი, ერთში კიდევ - ქარვისფერი... ხან ერთს ვყლაპავ, ხან მეორეს, ლამის არის დავითვერი. პატარა ვარ, გავიზრდები, მოვა ჩემი გარჯის ჯერიც, ჯერ ჯაგანი მომაწოდეთ, ან აკიდო ამიჭერით. რომ ყურძენი სახლის სხვენზე ზამთარშიაც ეწყოს ბლომად... უხვმა რთველმა, ბევრმა ხილმა შემაყვარა შემოდგომა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი