ორგვარი სინანული
გვიან მივხვდი: ყოველი, ცუდიც, კარგიც მოაქვს დროს. ჩემს ბედს ვგმობდი, რომელმაც შენს დაცემას მომასწრო. ეხლა სინანულსა მგვრის ნაღვლიანი ფიქრები: შენ რომ აღორძინდები, მე ხომ აღარ ვიქნები! მე მივდივარ, შენ გტოვებ, თითქმის სასომიხდილად. შენ აღდგები, მაგრამ მე... მე შენ ვეღარ გიხილავ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი