რა დამაძინებს
გადაიარე, შავო ღრუბელო, მოთქმავ მიყუჩდი, ცამდის ასულო! ვაი დალო და ვაი ჭუბერო, ვაი გოლგოთის გზავ, უსასრულო! ბალღებს რა უნდათ ამ ბნელ ღამეში, როგორ დაძლევენ ამ გრძელ მანძილებს!? მე მათი კვნესა ახლაც ჩამეცმის, რა დამძინებს, რა დამაძინებს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი