ვინ ახსნის!


ადიდებულმა წყალმა გაგვრიყა,
გაღმა-გამოღმა ვდგავართ ცალ-ცალად.
თავისუფლებით რომ დავმტკბარიყავ,
ქვეყნის აწეწვამ არ დამაცალა.

მაინც ვაბიჯებ ცეცხლს ფეხშიშველა,
მტკივა და მეწვის (არ ვარ იოგი)
ვეღარც ღვთისმშობლის კალთამ გვიშველა,
ვერც გვიწინამძღვრა წმინდა გიორგიმ.

იქნებ სიცოცხლე უკვე არა ღირს,
ვინ გამცემს პასუხს, დარჩენილს სახტად,
ვინ ახსნის ჩემი ხალხის ხარაკირს,
როდესაც მისი ოცნება ახდა.

ვინ მეტყვის, რატომ შემომაგება
შარბათის ნაცვლად ბედმა სამსალა,
თავისუფლების გემოს გაგება
წუთისოფელმა რად არ მაცალა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი