რისთვის მიყვარხარ?
რისთვის მიყვარხარ? მისთვის, რომ ცრემლსა ჰბადავს ჩემს თვალში ეს სიყვარული; მისთვის, რომ მტანჯველს ჩემს ავსა ბედსა უფრო სასტიკად ებრძვის ეს გული. რისთვის მიყვარხარ? მისთვის, რომ შენს თვალს ჩემ გულის ალი არ უდნობს ცრემლსა; მისთვის მიყვარხარ, რომ მაძლევ ტანჯვას და იმ ტანჯვაში სრულ სიცოცხლესა.
წყარო: gpoets.wordpress.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი