მეფე დიმიტრი თავდადებული (თავი მეორე)
„ეხლა რა ვართ? საწველ ფურად თავი ჩვენი გადვიქციეთ. ის სახელი, ის დიდება, ის ოჯახი დავაქციეთ… რაც ვყოფილვართ, ის აღარ ვართ, რაც ვართ, ის ნუღარ ვიქნებით… ღმერთი გვიხსნის, თუ შვილთ მაინც გზად და ხიდად გავედებით. წინა კაცი უკანასი ხიდიაო, ნათქომია, დღეის ვაგლახ ამით დასძლევს, ვინცა ხვალისა მდომია. ტყუილია სულთქმა, უში, კაცი უნდა კაცად იყვეს, სანთელსავით თვით დაიწვას და სხვას კი გზას უნათვიდეს. ამით იყო საქართველო უძლეველი და ძლიერი, ამით ედგა მტერს გულდაგულ ეს პატარა ქართვლის ერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი