მეფე დიმიტრი თავდადებული (თავი მესამე)
”ყური მიგდეთ, გეტყვით ამბავს უტყუარსა და მართალსა: ერთი მეფე თურმე ჰყვანდათ უწინ ჩვენ მამა-პაპასა. დიმიტრი ერქვა სახელად, მხარ-ბეჭ-პრტყელი, ტანმაღალი, ჯირითში თუ შვილდ-ისარში არავინ ჰყვანდა ბადალი. კაცი იყო, მეფე-კაცი, თვალად, ტანად მშვენიერი, გარეთ რისხვით მტრისა მსრველი, შინ მოწყალე, ღვთისნიერი. ღამით თურმე ჩაიცვამდა უბრალო კაბა-ჯუბასა, წავა და ინახულებდა საწყალის ხალხის უბანსა. მოივლიდა ქვრივს და ოხერს, დავრდომილსა და ობოლსა, თავის ხელით ურიგებდა მოწყალებას და საზრდოსა. ვის რაც გულში დარდი ჰქონდა — წავა — იმას შესჩივლებდა, გლახის, ობლის, ჩაგრულისას სარჩლსა არ ითაკილებდა. ყველგან იმის სამეფოში თხა და მგელი ერთად სძოვდა, ერი, ბერი, ობოლ-ქვრივი სულ იმის დღეს ჰლოცულობდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი