ლოცვა
მამაო, ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა! მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგევარ შენ წინა: არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა, ამით შეურაცხ-ვჰყო მე ლოცვა წმინდა... არამედ მწყურს მე განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: ”შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!”
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
მშვენიერი ლექსი!