მეფე დიმიტრი თავდადებლი (თავი მეექვსე)
„ბრძანა და მსწრაფლ შეიყარნენ დიდებულნი, მღვდელმთავარნი, ვეზირნი და ნაზირები, ბჭე-მდივნები, სპასალარნი. წადგა მეფე კრების წინა თამამად და დიდებულად; ყველამ, დიდმა და პატარამ თაყვანი სცეს ბატონს ყმურად. ასე ჰშვენის მეფე იმ დღეს ტანად, თვალად, იერითა, მნახველთ თვალი ვერ გაიძღეს იმის ჭვრეტით, ყურებითა. უბრძანა თუ: — „დიდებულნო, საქმე მძიმე მაქვს თქვენთანა… ის დღეა დღეს, _ ან მე ვიყო, ან ჩვენი ტურფა ქვეყანა. შეიტყობდით, მომივიდა ყეინისა მოციქული, აქ მოდიო, მე მიბარებს ჩემზედ გაბოროტებული. თუ არ მოხვალ, მე მოვალო, აგიოხრებ ქვეყანასა, საცა კი ფეხს დავადგამო, ავადენ ნაცარ-ტუტასა. თუ წავედი, თქვენც ხომ იცით, მე სიკვდილი არ ამცდება… თქვენ რას მირჩევთ, მართალი სთქვით, მართლის თქმაა ერთგულება“.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი