მეფე დიმიტრი თავდადებული (თავი მეშვიდე)
„დიდებულნი წინ წამოდგნენ ამ ამბით შეწუხებულნი, მივიდნენ და თაყვანი-სცეს, აემღვრიათ მწარედ გულნი. — „მეფევ! ნეტა რა გვიბრძანე, რა ასმინე ყურსა ჩვენსა!.. თუ შენ მოგკვლენ, შენს სანაცვლოდ რაღა დარჩეს ერსა შენსა?! თუ შენ აღარ გვეყოლები, რად გვინდა სახლი, ქონება… ჩვენ შენისთანა დიმიტრი სხვა არვინ დაგვებადება. მოვიდეს, რომ იმუქრება ის ურჯულო სისხლის-მსმელი, მოვიდეს და წინ დახვდების შენი ერთგული ქართველი. მტრის მუქარას ერი შენი, გვითხარ, როდის გაჰქცევია, გვითხარ, როდის ქვეყნის მტრის წინ ქართლს უკან დაუწევია! ბრძანე და იმ მუქარასა ჩვენს მოსისხლეს შევანანებთ, ან შევმუსრავთ მამა-პაპებრ, ან მეფისთვის თავსა დავდებთ. სირცხვილია ერისათვის, თავის მეფე მისცეს მტერსა… მეფევ, სირცხვილს ნუ შეაჭმევ ერსა შენსა შემნატვრელსა. ნუ, ნუ გვაჭმევ ემაგ სირცხვილს, წამყოლს შვილის-შვილამდიე… აქ მოვიდეს, მის დახვედრა ამ ჩვენს ქედზედ დააჭდიე“.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი