მეფე დიმიტრი თავდადებული (თავი მეთერთმეტე)
„შენ რას ბრძანებ, მღვდელმთავარო? სიტყვა შენი გვიღირს ძვირად: მართებს თუ არ ერისათვის მეფეს თავი გასაწირად?“ ატირდა და მოახსენა: „ჰე, მეფეო, მე თქმა მიჭირს, მართალს ვიტყვი, თუმცა შენთვის სული მიწუხს, გული მიტირს. მეფევ, უნდა თავი დასდო ერისა და ქვეყნისათვის, ღმერთს შესცოდავს, ვინც გამკიცხავს მე ამ მწარე რჩევისათვის. მეფევ, რაკი ბედმან დაგდო შენ ეგ მძიმე საზღაური, სხვას უკეთესს ვერას გირჩევს სიყვარული ბატონ-ყმური… ვსტირ და გირჩევ თავგანწირვას, რაკი რომ ეს დღე გვეწია, — მოყვასთათვის თავდადება ქრისტე-ღმერთის ანდერძია. ვსტირ და გირჩევ ღვთის სახელით ხორცი დასთმო სულისათვის, უკვდავება არ დაჰკარგო წუთის-სოფლის გულისათვის!..”
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი