მეფე დიმიტრი თავდადებული (თავი მეთევქსმეტე)


„უცებ მეფემ თვალი მოჰკრა,

ხალხი გაირღვა შუაზედ,

ორს მარჯვე ბიჭს ბერი-კაცი

მოჰყავთ მის წინ მოედანზედ.

მოჰყავთ ცაცხცახით, ხანხალით

ჩაჩანაკი და ბებერი,

მკერდზედ სცემდა თოვლივითა

მოხუცებულს თეთრი წვერი.

მოვიდნენ და გააჩერეს

ის მოხუცი მეფის წინა,

ბიჭები კვლავ მხრებში უსხდნენ,

თუმც ყავარჯენს დაებჯინა.

ის ამ ქვეყნის აღარ იყო,

ფეხი ედგა სამარეში,

მაგრამ მაინც კი უცემდა

ადრინდელი გული მკერდში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი