მეფე დიმიტრი თავდადებული (თავი მეოცე)
„მაშ რად არის მეფე მეფედ, თუ არ ქვეყნის ჭირთა მძლეა? თუნდაც მოჰკვდეს ქვეყნისათვის, ეს სიკვდილი სიცოცხლეა. არ არის მკვდარი, ვინც მოჰკვდეს და ხალხს შესწიროს დღენია, მკვდრად იგი თქმულა, ვისაც აქ სახელი არ დარჩენია. არ დავიშლი, ვსთქვი და კიდეც თავი უნდა გავიწირო, ისე მოვკვდე, რომ ჩემ გამო დედა შვილზედ არ ვატირო. წავალ-მეთქი!.. თუ ღმერთს უნდა, მოხდეს იგი, რაც მიმელის… მაგრამ ჯავრი თან მიმყვება საყვარელის ჩემის ქვეყნის. ეჰ, რაც ჰსურდა, არ დასცალდა ჩემს წყურვილსა სულისასა!.. აწ იქმნას ის, რაც სწადიან განგებასა უფლისასა. თქვენ ხომ მაინც აგცილდებათ ხოცვა, ჟლეტა, სრვა და რბევა… მე კი…მეყოს, თუ გამყვება თქვენი ლოცვა და კურთხევა”.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი