ელეგია


მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა
მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა
და თეთრი ზოლი შორის მთებისა
ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა.
არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!..
მშობელი შობილს არრას მეტყოდა,
ზოგჯერ-კი ტანჯვით ამოძახილი
ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა!
ვიდექ მარტოკა... და მთების ჩრდილი
კვლავ ჩემ ქვეყნის ძილს ეალერსება...
ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი,
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

5 კომენტარი
ლექსი <3moswavle4 წლის წინ

dzalian kargi leqsia

Oqro123Diktatori3 წლის წინ

Ar varga es leqsi

Ulamazesi leqsi giji xar iliko

ძალიან და ყველაზე კარგი ლექსი მე მინახავს. :)

sigma lowtaperfaderizzler11 თვის წინ

Sigma

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი