ჩემო კალამო ..
ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში? რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ, ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში ბოროტთ საკლავად, — მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ. თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა, რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი: აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა და დაე გვძრახონ, — ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი. ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს, ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!” ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს — ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
5 კომენტარი
Modit kurkovskis bagshi 8 saatze 6zec gvcalia
Verafels vgebulob cota daamoklet da gaashinaarset too
Modit kurkovskis bagshi 8 saatze 6zec gvcalia
Borotebas ebrzviso maswma sa martalia tu ar damiweret komentarebshi
Modit kurkovskis bagshi 8 saatze 6zec gvcalia