დაიბადა 1931 წლის 30 სექტემბერს სოფელ სურმუშში, ცაგერის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (ჟურნალისტიკის განყოფილება) 1956 წელს.
პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1947 წელს, პირველი წიგნი - "ერთი ღამის სიჩუმეში" - 1959 წელს. 1962-1963 წლებში ჟურნალ "ცისკრის" პასუხისმგებელი მდივანია, 1963-1967 წლებში - ჟურნალ "დილას" მთვარი რედაქტორი, 1967-1977 წლებში - ჟურნალ "ცისკრის" მთვარი რედაქტორია, შემდეგ - ჟურნალ "დროშას" მთვარი რედაქტორი, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" დირექტორი.
აღსანიშნავია პოეტის წიგნები "რწმენის კედელი" (1970), "დიდი ნათელი" (1980), "ერთტომეული" (1981), "რჩეული პოემები" (1983), "მე და შენ" (1984), "არცა ვმსახურობდე სხვას"! (1989), პუბლიცისტური წიგნი "თავისუფლება ლომთა ხვედრია".
წყარო: nplg.gov.ge, wikipedia
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი