ანანურიდან
ანანურიდან მოგდევ ნისლივით, რომ აგიბნიო გზები სავალი, ხარ გავარდნილი, როგორც ისარი, და დაკარგული უცხო სამარე. ანანურიდან მოგდევ ვეფხვივით, საცაა კლდეთა კარებს შევანგრევ, მწყერი მეგონე ფრთამოტეხილი და ასე უცებ სად დამეკარგე. ყანა და ყანა დაგედევნები, გიპოვი სადმე დაღლილს, დაწურვილს, ვარ შორი თვალი შენი მტევნების და ვაზი შენი თმებით ჩაწნული. სად დამეკარგე ასე ფიფქივით, საკუთარ სისხლით ვავსებ საწნახელს, მე ვიყავ შენი ციხე ქვითკირის, როგორ გამექეც, როგორ გამტეხე. მე ვიკარგები მთებში ნისლივით, აღარ ჩანს ჩემი გზები სავალი, ხარ გავარდნილი, როგორც ისარი და დაკარგული უცხო სამარა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი