არაგვი


ტურისტული მოგზაურობიდან
დაბრუნებულ ნაცნობს

_ აი, დუნაი, მდინარე,
სხვა მდინარეს რომ არა ჰგავს,
აქედან გამომდინარე _
სიტყვა არა თქვას არაგვმა.

არაგვი მაინც ორღანს ჰგავს,
მის ხმას რა თავში ვიხლიდი,
მთელი არაგვის მონაგარს
ერთი დუნაით ვიყიდი...

ამას ამბობდა ქართველი,
გადარეული ავსტრიით,
მაშინ ვერ გითხარ სათქმელი,
იმ დღიდან სათქმელს დავსტირი.

_ ეს, შენ გგონია ორღანი,
ბუნებით მთვრალს და მგლოვიარს,
არაგვი როცა მობღავის _
მე ღმერთის რისხვა მგონია.
ცრემლები დასდის მწარენი, _
მოაგრიალებს როს ჭალებს,
რას ამბობ, სხვა მდინარენი
ფეხებსაც რომ ვერ მოსჭამენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი