დამშრალი სისხლი
ციდან ილიას ძახილი ისმის (ქვეყანას სიტყვას ცრემლივით აღვრის): საერთო ძარღვში დამშრალა სისხლი, გაწყვეტილია საერთო ძარღვი. სტყუი, ქართველო, დღისით და მზისით, მამულის ძუძუს ვერა გრძნობს ბალღი, საერთო ძარღვში დამშრალა სისხლი, გაწყვეტილია საერთო ძარღვი. ძმამ მოძმე თვისი დაჰკიდა კისრით, შვილმა გააგდო მამა, ვით ძაღლი, საერთო ძარღვში დამშრალა სისხლი, გაწყვეტილია საერთო ძარღვი. გავხდით არჩივი მოწამლულ ისრის, ჩაინგრა ტაძრის სვეტი და თაღი, საერთო ძარღვში დამშრალა სისხლი, გაწყვეტილია საერთო ძარღვი. ციდან ილიას ძახილი ისმის: (ქვეყანას სიტყვას ცრემლივით აღვრის): საერთო ძარღვში დამშრალა სისხლი, გაწყვეტილია საერთო ძარღვი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი