ერთის პირობით


მწყურვალისათვის
მიმატანინე წყალი,
მევალისათვის
მიმატანინე ვალი,
გზააბნეულისთვის
მასწავლებინე გზები,
შეუწამლავი
შემაწამვლინე ზვრები,
მომაძებნინე
სხვაგან დამარხული ძმები,
ამ ჩემს მამულში
დამამარხვინე ძვლები,
მათქმევინე:
ქვეყნად სიცოცხლე ღირდა,
მერე წამოვალ,
წამოვალ, საცა გინდა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი