ვაჟა
შატილით მოდიოდა _ დიდი მთებით, მთვარეს შეხვდებოდა ჟინვალთან, მთვარისოდენა ხინკალს მიირთმევდა _ ეს დიდი ბერმუხა და მყინვარმთა. ხელები ჰქონდა _ წყაროს ამოსცლიდა, ქვეყნის მაჯისცემას უგდებდა ყურს, მერე დაჰყვებოდა, ბალახებს დაჰკოცნიდა და შეუკურთხებდა ციმბირის წყლულს! ის იყო დიდი და ის იყო სხვა, მისი მართალი სულის ცხონებამ, მერე ცხოვრებას მოუჭრა გზა და შორს გაასწრო თვითონ ცხოვრებას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი