ირინოლა
ფაშიზმთან ომის დროს პოლონეთში დაღუპულ 15 წლის ირინე სხირტლაძეს მართლა მჯიღისხელა თუ ხარ, შენი მჯიღის ჭირიმე, რად არ წუხხარ, რად არ წუხხარ, რად არ წუხხარ ირინეს. მიწა დასწვეს იმის ცოდვით, ზეცა გაახირიმეს, ვინ იცნობდით, ვინ იცნობდით, ვინ იცნობდით ირინეს. გამოცხვება კვერი ობლის, გაუყუჩებთ ტკივილებს, ოღონდაც თქვით, ვინ იცნობდით, ვინ იცნობდით ირინეს. მხოლოდ ცეცხლში, მხოლოდ ცეცხლში, ცეცხლში გამოიცადა, პოლონეთში, პოლონეთშიც საქართველოს იცავდა. აჯანყდა და მტერი ხოცა, ბინად ჰქონდა სანგარი, საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი... პოვონსკაში თეთრი გორა მოუჩითავთ გვირილებს, ირინოლა, ირინოლა, ირინოლა, ირინე. აჯანყდა და მტერი ხოცა, ბინად ჰქონდა სანგარი, საქართველოვ, შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი