მომწყურდი
მომწყურდი, წყაროვ, ანკარა, მომწყურდა შენი წარსული, გნახე და გამაკანკალა, უბეში გეჯდა ავსული. თვალებში შუქი ჩამქრალა, ღიმილი გენთო მასხრული, თავს შეგპარვოდა ჭაღარა, ვაზიც არ გქონდა გასხლული, რა გიხაროდა _ გულმკერდი მძივივით გქონდა ასხმული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი