სიმშვიდე
ნეტაი რას ჭირისუფლობ, ნეტაი რას ბულბულობ, გაგიშლია ხალხში სუფრა, უპუროდ და უფულოდ! კმარა,გეყო,დასცხრი გულო, აგრემც წვრილშვილს დაურჩი, ნეტაი შენ,რად კითხულობ, შენს სამშობლოს რა უჭირს. არც შორიდან,არც ახლოდან, შიგ სულიდან მესმოდა, ის - მეორე, ჩამძახოდა, აზრს ტყვიასებრ მესროდა. ვთქვი,ეშმაკმა თუ განდევნა ანგელოსი ქვეყნიდან, თორემ ასე უდარდელად სული ვის მიეყიდა. მშვიდად უნდა იყოს ძროხა... ღმერთო,ერთს გევედრები- არ მაცალო ამოოხვრა, თუ მშვიდად დავბერდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი