მე
სინგურისფერი დაჰკრავს მზისგან დალეწილ სახეს, რწევით ვუმღერი სამკალს - ქართველის შნოს და სახელს. ჰა, შემომხედე, ვინ მგავს - წესით, კანონით, რიგით, მე რომ სხეულში მიდგას, ღმერთის სისხლია იგი. სუყველა მიცნობს კაცად ყველგან, იქაც და აქაც, მე კი, ხელების ნაცვლად მტევნებით ვუხმობ ძმაკაცს. ჩემი სიმღერა მკაცრი მიეფიცხება მზის გულს, მე ვარ ვენახი - კაცი, მე ღმერთის სისხლი მიდუღს. მივალ, ცხოვრების გზაწვრილს მივყვები ფხიზელ-მთვრალი, როგორც შეშვენის ყმაწვილს - თარი თარალოო, თარიი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი