დედა


მინდორ-ველი მოუჩითავთ იებს,
ორი ია შენი ორი თვალი,
გათენდება როცა გაიცინებ
განათდება შენი გზა და კვალი.

მხოლოდ შენთვის, მხოლოდ შენთვის ვცოცხლობ,
მეც დავეძებ თუ სიხარულს ვეძებ
თუ მიშველი შენ მიშველი მხოლოდ,
უცხო გზებზე და შორეულ გზებზე.

გამინათე გამინათე გზები,
შენი შუქი სულის სიმებს არხევს,
ამიყვანე მეცხრე ცაზე ზევით,
უკვდავების გზები დამანახე.

მე ვარ შენი პაწაწინა დარდი,
მე ვარ შენი უნაზესი სევდა,
ყველაფერზე მშვენიერი ცხადი,
მაშინახარ როცა სიზმრად გხედავ.

გაზაფხული ვიზეიმოთ დედა,
ჩირაღდნები ანთებულან ირგვლივ,
სიმღერაში ჩემი გული ფეთქავს,
შენი მზე და მზე და სხივი.

გამინათე გამინათე გზები,
შენი შუქი სულის სიმებს არხევს,
ამიყვანე მეცხრე ცაზე ზევით,
უკვდავების გზები დამანახე.

გამინათე გამინათე გზები,
შენი შუქი სულის სიმებს არხევს,
ამიყვანე მეცხრე ცაზე ზევით,
უკვდავების გზები დამანახე.

უკვდავების გზა მანახე
დედა, დედა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი