მოლაღული
გადავიღალე... ღამე- დაღლილ მოლაღურივით სახემორღვეულ პასაჟებით მეღლაბუცება. ჩავუნისკარტე- ქალაქს ძველი საბარგულიდან ჭრელი მარაო ამოვუღე- ჩემი გაცნობა არც გაბედო. (სახეს ვიფარავ). გალანტურია? არა, იქნებ სულაც უბრალო... კრიჭაშეკრული- აჭრიალებს კარებს ზამთარი. ჯვარს რომ გავაკრა- ეს ტუჩები დღესაც მჭირდება. ყინვას- პირიდან უნებართვოდ გამოვაცალე ნოემბრის ბოლო. ჭილოფივით ვიფენ- ქარნაკრავს. ლოგიკურია? არა, მგონი ესეც უბრალო... ჩამომეცალეთ... გზიდან ყველა ჩამომეცალეთ. ჩიტის ბუდემდე ჩემს სხეულსაც თვითონ ავიტან. მშვენის მარაო ღამე- ჩემი მამინაცვალი პოეტობისთვის მასამართლებს- ფერი გამიცვდა. ახლა მიცანი? ანდა, იქნებ სულაც უბრალოდ გადავიღალე... და დაღლილი მოლაღურივით ჩემი სიცოცხლე- დავაწურე თავზე მთაწმინდას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი