დაგაორსულე თავახდილი სარკოფაგიდან ..
დაგაორსულე თავახდილი სარკოფაგიდან და მაგ ხატაში დესანტივით დაგიგდე კართან ჩამონაშალი სიყვარული... შენ კი გაწვიმდა დემონნაჯვარი მოლოდინი წუთის საყდართან. მე-არგახრწნილი ანტიკური ხანის მესაზღვრე და დრაკონების სამარხიდან თეთრი მუმია, დღეს შენი ფლობის ექსკლუზვივით შემოვისაზღვრე ამ საწოლივით გათელილი ტერიტორია. ვითვისებ დროის პერმანენტულ ქვაკუთხედებში საწყისის სასრულს,სასრულიდან სამარხის ბჭემდე, მზეშერცხვენილი ისტერიკით ხისტად მნებდები და მერე ყვირი, ყვირი, ყვირი; თანატოს, შესდექ. გააზრებული სიზმარი თუ გინახავს ერთხელ, დეკამერონის შავფერიდან გიგრძვნია ფეთქვა, შენს გააზრებულ სიმარტოვეს ისე შევეხე, როგორც მოცისფრო აკროპოლისს სველ საფეთქელთან. დაგაორსულე... თავახდილი სარკოფაგიდან. ახლა მიდით და არ დაზოგოთ კომენტარები სამწუხაროა, რომ სხეული დაგიმძიმდება ჩემთან ნაჯვარი უკანონო შვილის ტარებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი