კაფე ორნი
კაფეს დავეწვიე ერთ ღერ სიგარეტზე- დესერტად ვისუნთქავ არომატს ჟასმინის. დღეს ჩემი იმიჯი უფრო რეტროა და თეთრი ბერეტი და... ჩვენ ორის ტანდემი- corner მაგიდასთან, მკრთალი განათებით, ვიტრინას ქუჩიდან ნახატად ატყვია, გარეთ კი ცივა და ფეხთეთრი ზამთარი- მინაზე ეპოდებს უხამებს სატირას. და ეს იან ვარიც უკვე პირტიტველა ბიჭსაც ვერ უწოდებ- გადარბის გიჟივით ქუჩაზე, პოეტს რომ გუშინწინ სიტყვებზე ფეხი გაუცურდა და... ლექსებმისჯილი corner მაგიდასთან, მკრთალი განათებით ერთ ღერ სიგარეტზე- არომატ-ჟასმინით კაფეს დავეწვიე ... გარეთ კი ზამთარი რეტრო იმიჯს ირგებს მოთეთრო ”კაშნეთი”...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი