ჩაიცვი
ჩაიცვი! შიშველი თვალები მოგიჩანს ჩადრიდან, რომლებსაც სიყალბე უტარებს ქუჩაში მარათონს. გაგიცვლი ამინდებს- შენთან რა ხანია გაწვიმდა და სველი ასფალტი კალთების აკეცვას გთავაზობს. ჩაიცვი! ხომ გცივა, ხომ გინდა ცრემლები დამალო, რამხელა ტბებია შეხედე, ისედაც შენს ირგვლივ, შარვლის ტოტებივით ტანზე გიმოკლდება სამყარო, შენ კი, გარინდული დგახარ და უბრალოდ არ იძვრი შენი ადგილიდან, რომელიც დაგითმო ვიღაცამ, რომ სიცარიელე ჩუმად ამოგევსო განცდებით, შეხედე, გათელილ ჰორიზონტს ისე შემოაცვდა მზერა თუ ღრუბლების თეთრი ქარავანი- გავცდები ამ თვალებს, რომლებიც მოგიჩანს ჩადრიდან, ყალბია მზერა და ამინდსაც სცოდნია შეჩვევა. ჩაიცვი! ხომ გცივა, ხომ გინდა ვიღაცამ სანგრიდან- ჩუმად დაგიძახოს და გითხრას: გპატიობ არჩევანს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი