მოკვეცა
ყველას გვაქვს ფერი ჩვენი თვალის, თმისა თუ კანის. ყველას გვაქვს სუნი ჩვენი პურის, იფქლის თუ ჭვავის . მოგვთხოვა მიწამ უკვდავება მიწამ მოგვთხოვა უკვდავება ფეტვი ფეტვისთვის აურიე ბრინჯისთვის ბრინჯი . დათესე. ზარდე თავთავები გვერდიგვერდ: მიჯრით. რამდენი დღეა მკვდრები თავის დედებზე წვანან. შუბლშეხვეული გზები გულში იყრიან წალამს. ერთი ნაბიჯით შემაკავე ნაბიჯზე მიწა მომაყარე სული ზეთისხილს მოგაგონებს გუშინ რომ ჭამდი. ხორბალი დილით ირჩეოდეს- ხორბალი დღისით ირჩეოდეს ხორბალი ჩემთვის ირჩეოდეს- ურიე წანდილს. ყველას გვაქვს გემო ენისწვერზე დარჩენილ კოცნის. ყველას გვაქვს ერთხელ ხელისგულზე შემწვარი კვერცხი. სადილში მარილს ჩავამატებ სადილს ცრემლებით დავამლაშებ თვალი თვალის წილ დამიხუჭე რომ გითხრა: მწამდი. ერთიარშინით წინ თუ უკან საფლავებს ვსაზღვრავთ. ერთი არშინით შემოვსაზღვრავთ მშიერს და მაძღარს. მდელოზე ყანა ბიბინებდეს ყანაში გოგო მიდიოდეს ფეტვი ფეტვისთვის აურიოს ბრინჯისთვის ბრინჯი დათესოს. ზარდოს თავთავები გვერდიგვერდ- მიჯრით. მოსთხოვა მიწამ უკვდავება მიწამ მოსთხოვა უკვდავება და ნაწნავს იჭრის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი