და პირობითად..
დაშორებამდე მთელი თვეა (და პირობითად) ასფალტზე ნისლის გამთენია მიშლის ნაწნავებს. რაღაც ცალსახა განწყობაა (ბოლოს დამჩემდა) დეკემბერი რომ უშენობას გადავუცვალე... ისე შემცივდა- ჩვევად მექცა სანგრების გათხრა. ტროტუარს ქვევით ამოვუდე- (მგონი “მიყვარდი”)... ლოგიკურია, რომ უბრალოდ მარტივად ახლა თეთრი ბერეტი დავიხურო და... გავტრიალდე... -კარისკენ სადაც ჩვენ ორს შორის ნაბიჯ- სიშორეს უხმოდ დასცქერის ცრუ-ბერკეტი- იგივეობა, დრო-პანტონიმა ჩაკეტილი მრუდია- (ვდუმვარ). ვერ ვიტან ცრემლებს ვერც ტაქტიკას... დამშვიდობებას.... დაშორებამდე მთელი თვეა (და პირობითად) ასფალტზე ნისლის გამთენია წვება (ნაწნავი) ბურბონით მთვრალი სტრიქონები ისე შემძულდა როგორც ვერთქმული მხოლოდ ერთი სიტყვა: - ნახვამდ(ის)ე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი