კაცი
ვიწრო არ იყოს და გაწყდეს. არ იყოს ვიწრო და გაწყდეს. თოკი კი არა და გზა კი არა და ღამე კი არა და კაცი. წელი არ ჰქონდეს და მოსწყდეს. არ ჰქონდეს წელი და მოსწყდეს. დროს კი არა და ხმას კი არა და კაცს კი არა და – მანძილს და ოდეს გზები დაიღალონ, დაიღალონ გზები ოდეს- მე ზურგი ჩამოვიხსნა. კენჭებივით დავყარო ძვლები- დან კირი ჩამოვფხიკო – უბათქაშო სურვილები. მანდე კედლებად დავიწყება. მორყეული რიკულები. მქონდეს თევზების მონატრება – უხერხემლო მოლოდინი. ძებნის- გან წყალი დაგელიოს. შავთვალწყალში ჩააგდო ბადე – ქარი არ იყოს და ჩადგეს. არ იყოს ქარი და ჩადგეს. ქალში კი არა და კაცში კი არა და ბავშვში კი არა და – ხეში. არ მაჩენდე და გავჩნდე. არ მაჩენდე და ჩავრჩე. დროში არა და გზაში არა და ქარში არა და შენში რომ ოდეს გზები დაიღალონ, დაიღალონ გზები, ოდეს – თუ თევზი არ ამოჰყვეს გზაწვრილისკენ მოქნეულ ბადეს თუ გზაზე ვიწრო იყოს, ვიწრო იყოს და გაწყდეს, რომ დაიძინო ცოცხალივით, დაუფქვავი ხორბლის გზებზე. გქონდეს თვალი და ვერ ხედავდე. გქონდეს ტანი და ვერაფრით ვერ ძრავდე. ოდეს თუ ტვირთიც კი არ იყოს, კაციც კი არ იყოს, თავიც კი არ იყოს, რომ გწამდეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი