მედეა
მიწაა კოლხეთის... აყოლებს შელოცვას მთების ორთქლს მისანი დიაცი და თვალი ევსება ზაფრანით. საღამოსმიწურულს მთვარე ცის მკლავებში ნებივრობს ჰეკატეს ბაღებში დადიხარ- სიკვდილთან დაზავდი. ქარების კვალდაკვალ გრძნობების ქარტიებს ფანტავენ- გრძნეული ხელები, ქარიზმა ისეთი მძაფრია- გაქცევა გინდება, ამიტომ შენეულ ფანტომებს ქურუმად უდგები და მანამ დღე ღამეს გაჰყრია- მუნჯდება სამყარო, კეპავენ პელიასს შვილები დრაკონის თვალები- მძინარე მცველები საუნჯის ჭიშკართან დატოვე, სიყვარულს ასეთი სჭირდები გრძნობების კასკადით გრძნობების სიმძაფრით სიმუნჯით. იშვილე სიკვდილი- შენივე საშოდან ნაშობი, აყოლებს შელოცვას მთების ორთქლს დიაცი- მოხვედი?! ბინდდება, ამ ეპოსს უკვე რა ხანია დავშორდით ღალატი! ღალატი! შვილმკვდარი მიწაა კოლხეთის... თქვი: ”რომელი ღმერთი დაგიჯერებს ფიცის გამტეხო?”…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი