ქართველი მწერალი - მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი), დაიბადა 1880 წლის 8 (20) ნოემბერს სოფელ წერაქვში.
სწავლობდა ჯერ წინამძღვრიანთკარის, შემდეგ ყირიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო: ავაზაკებმა მოუკლეს დედა და და.
მ. ჯავახიშვილმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი XX საუკუნის ქართულ რეალისტურ რომანს, შექმნა მაღალმხატვრული რომანები (”კვაჭი კვაჭანტირაძე”, 1924; ”ჯაყოს ხიზნები”, 1925; ”თეთრი საყელო”, ”ქალის ტვირთი”, 1936 წ. და სხვ.).
”ჯაყოს ხიზნებში” მწერალმა გვიჩვენა ერის ცოცხალი ორგანიზმის ორი წყლული. მწერალმა განათლებულ უმოქმედობას გაუნათლებელი მოქმედება დაუპირისპირა და ორივე საზოგადოებისათვის საშიშ მოვლენად მიიჩნია.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი